← Все вакансии

ZM6XJSHQ Опубликовано 16 ноя Просмотров: 2

თეთრეულისა და საწყობის თანამშრომელი

Тбилиси Полная занятость Клининг Кладовщик
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек

"Onyx City Center Hotel Tbilisi" — თანამედროვე, 5-ვარსკვლავიანი ბიზნესსასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, პეკინის გამზირის №30-ში, ქალაქის ერთ-ერთ აქტიურ ბიზნეს და კომერციულ უბანში. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინით მოწყობილ კომფორტულ ნომრებს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინდივიდუალურ მიდგომას.სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს რესტორანს, ბარს, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, კაზინოსა და 24-საათიან მიღება-განთავსების მომსახურებას.

Onyx City Center Hotel Tbilisi განკუთვნილია როგორც საქმიანი ვიზიტით, ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის და აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, მომსახურების მაღალ სტანდარტებსა და გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმრო ONYX CITY CENTER HOTEL TBILISI აცხადებს ვაკანსიას თეთრეულისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, დასუფთავების დეპარტამენტში (Housekeeping).

პოზიციის მთავარი მიზანია დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა, თეთრეულისა და საოპერაციო მარაგების დროული მიწოდება, საწყობის მოწესრიგება და მარაგების ზუსტი აღრიცხვა.

ძირითადი მოვალეობები

  • სუფთა თეთრეულისა და პირსახოცების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და განაწილება;
  • გამოყენებული თეთრეულის შეგროვება და სამრეცხაოსთან მიღება-ჩაბარების პროცესის კოორდინაცია;
  • დასუფთავების დეპარტამენტის საწყობში მარაგების მიღება, გაცემა და ყოველდღიური აღრიცხვა;
  • სართულების დამხმარე საწყობებისა და დასუფთავების თანამშრომლების საჭირო მარაგებით დროული მომარაგება;
  • მარაგების ნაშთების კონტროლი და პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • საწყობის მოწესრიგება და მარაგების შენახვის სტანდარტების დაცვა;
  • დასუფთავების გუნდის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საწოლების განთავსებასა და საწოლების კონფიგურაციის შეცვლაში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება და აღრიცხვის სიზუსტე;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო ადგილი: ONYX City Center Hotel Tbilisi, თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно