რენტგენო-ლაბორანტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით; - სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად; - პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება; - საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს: - საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება/ან იყოს რადიოლოგიის რეზიდენტი; - სავალდებულოა კომპეტენცია რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში; - აუცილებელია სამუშო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
ცოდნა, უნარები: - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში); - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა. - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ)
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2kb0LTM
გისურვებთ წარმატებებს!