9.247 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

0DXN1ZEW 26 Eki tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

Oturum açın ve başvurun
₾1170 / ay 14 Kas tarihine kadar başvurun

Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →

“ბლექსი” კოლეჯი ვაკანსიას აცხადებს მძღოლის პოზიციაზე.

მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა

თანამდებობრივი სარგო - 1, 170 ლარი

ადგილების რაოდენობა - 1

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხულ მიკროავტობუსისა და მსუბუქი სამორიგეო ავტომობილის უსაფრთხო მართვას; საგზაო მოძრაობის წესებისა და მგზავრთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით მართავს სატრანსპორტო საშუალებებს; ექსპლუატაციის წესების შესაბამისად უვლის სატრანსპორტო საშუალებებს; ინარჩუნებს სატრანსპორტო საშუალებების სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობას; აწარმოებს მგზავრობის რეესტრსა და საწვავის ხარჯის აღრიცხვას და დოკუმენტაციას წარუდგენს ფინანსურ სამსახურს; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრასა და გადაადგილებას; უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამორიგეო ავტომობილით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სტუდენტებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით; ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებით, უზრუნველყოფს მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისების წარმოდგენას კოლეჯში, შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას კოლეჯში, დოკუმენტებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებას კოლეჯის ობიექტებს შორის და სხვა დანიშნულების ადგილებამდე ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის შიდა აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ასრულებს კოლეჯის დირექტორისა და ლოჯისტიკის მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში მიცემულ სხვა დავალებებს. უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება B, D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა. მუშაობის გამოცდილება: აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა მოტივაციური გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების პერიოდი - 26.10.2026 - 13.11.2026

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz