მძღოლი
ორგანიზაცია სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა თანამდებობრივი სარგო - 1, 170 ლარი ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხულ მიკროავტობუსისა და მსუბუქი სამორიგეო ავტომობილის უსაფრთხო მართვას;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და მგზავრთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით მართავს სატრანსპორტო საშუალებებს;
- ექსპლუატაციის წესების შესაბამისად უვლის სატრანსპორტო საშუალებებს;
- ინარჩუნებს სატრანსპორტო საშუალებების სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობას;
- აწარმოებს მგზავრობის რეესტრსა და საწვავის ხარჯის აღრიცხვას და დოკუმენტაციას წარუდგენს ფინანსურ სამსახურს;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრასა და გადაადგილებას;
- უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამორიგეო ავტომობილით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სტუდენტებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით;
- ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებით, უზრუნველყოფს მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისების წარმოდგენას კოლეჯში, შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას კოლეჯში, დოკუმენტებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებას კოლეჯის ობიექტებს შორის და სხვა დანიშნულების ადგილებამდე
- ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის შიდა აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
- ასრულებს კოლეჯის დირექტორისა და ლოჯისტიკის მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში მიცემულ სხვა დავალებებს.
- უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება B, D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
- მუშაობის გამოცდილება: აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- მოტივაციური გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების პერიოდი - 26.10.2026 - 13.11.2026
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.