სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურს დაიწყო ან განავითარო კარიერა გაყიდვების სფეროში, შეიძინო პრაქტიკული პროფესიული უნარები და იმუშაო შედეგზე ორიენტირებულ გუნდში - მოხარული ვიქნებით, გაგიცნოთ.
პოზიციის შესახებ:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა მომხმარებლებთან ეფექტური სატელეფონო კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის წარმატებით წარმართვა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლებთან გამავალი სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა;
- შესაბამისი პროდუქტის პროფესიონალურად და დამაჯერებლად გაცნობა;
- მომხმარებლის შეკითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხების გაცემა;
- გაყიდვების პროცესის მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიული კომუნიკაციის შენარჩუნება;
- განხორციელებული ზარებისა და გაყიდვების შესახებ ინფორმაციის სწორად აღრიცხვა;
- გაყიდვების გუნდის საერთო მიზნებისა და ინდივიდუალური KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- ორგანიზებულობა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
სამუშაო გამოცდილება ან სპეციალური განათლება სავალდებულო არ არის.
მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ახალი უნარების შეძენის სურვილი.
ვაკანსიაზე შესაძლებელია სტუდენტის დასაქმებაც.
რას გთავაზობთ:
- წინასწარ ტრენინგს - სამუშაოს დაწყებამდე მიიღებ პოზიციისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ მომზადებას.
- პროფესიულ განვითარებას - ყოველდღიურ სამუშაო პროცესში განივითარებ კომუნიკაციის, მოლაპარაკების, გაყიდვების, დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
- გუნდურ გარემოს - იმუშავებ გუნდში, სადაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და საერთო შედეგი.
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს - შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული შენს შედეგებთან.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- 5 სამუშაო დღე - 10:00-18:00
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 000 ₾ + გაყიდვებიდან პროცენტი
- 5 სამუშაო დღე - 10:00-16:00 ან 16:00 - 22:00
- ფიქსირებული ანაზღაურება: 750 ₾ + გაყიდვებიდან პროცენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისი
დისტანციური მუშაობა არ არის.
როგორ შეფასდება შენი შედეგი?
პოზიციაზე შენი საქმიანობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
- მომხმარებლების უკუკავშირი და სატელეფონო მომსახურების ხარისხი;
- სატელეფონო კომუნიკაციიდან განხორციელებული გაყიდვების შედეგი;
- ინდივიდუალური მიზნებისა და KPI-ების შესრულება.
შერჩევის პროცესი:
შერჩევის პროცესი მოიცავს ერთ გასაუბრებას.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესო შესაძლებლობაა და მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და საკუთარი შედეგებით შექმნა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა - გამოაგზავნე რეზიუმე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.