სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერი
"Ved House" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.
"Ved House" ეძებს კრეატიულ, აქტიურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც სრულად ჩაერთვება ბრენდის სოციალური მედიის განვითარებაში და შექმნის თანამედროვე, საინტერესო და ხარისხიან კონტენტს.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური ქსელების მართვა;
- კონტენტ-გეგმის შედგენა და ახალი იდეების მოფიქრება;
- Reels, Stories, TikTok და სხვა ვიდეოკონტენტის დაგეგმვა და გადაღება;
- უძრავი ქონების, ოფისის, გუნდისა და სამუშაო პროცესის საინტერესო ფორმით წარმოჩენა;
- ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
- ვიდეოების მონტაჟი და სოციალური ქსელებისთვის მომზადება;
- პოსტებისა და ვიდეოებისთვის ტექსტებისა და იდეების მომზადება;
- მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი და მათი Ved House-ის სტილზე მორგება;
- ბრენდის ვიზუალური სტილისა და კომუნიკაციის ერთიანი მიმართულების შენარჩუნება;
- სოციალური მედიის აქტიურობისა და ჩართულობის ზრდაზე მუშაობა.
ვის ვეძებთ:
- ადამიანს, რომელსაც აქვს კრეატიული ხედვა და შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს კონტენტი;
- იცის Instagram, TikTok, Facebook და სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციები;
- შეუძლია ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება;
- ფლობს ვიდეომონტაჟის უნარებს;
- აქვს კარგი ვიზუალური გემოვნება და ყურადღებას აქცევს დეტალებს;
- არის პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
- შეუძლია იდეის მოფიქრებიდან მის საბოლოო განხორციელებამდე პროცესის დამოუკიდებლად მართვა.
ტრენდებს, შემოგვთავაზებს ახალ იდეებს და აქტიურად იმუშავებს "Ved House"-ის სოციალური მედიის განვითარებაზე.
რას გთავაზობთ:
- თანამედროვე და მზარდ ბრენდთან მუშაობას;
- შემოქმედებით თავისუფლებას;
- მრავალფეროვან კონტენტზე მუშაობას — უძრავი ქონება, ინტერიერი, არქიტექტურა, გუნდი, დეველოპერული პროექტები და სამუშაო პროცესი;
- კარიერულ ზრდასა და განვითარებას;
- პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ან WhatsApp/Viber
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.