9,104 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0WRQDW9Y გამოქვეყნდა 18 სექ 6 ნახვა

Ved House

Ved House

სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერი

Ved House გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"Ved House" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.

"Ved House" ეძებს კრეატიულ, აქტიურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც სრულად ჩაერთვება ბრენდის სოციალური მედიის განვითარებაში და შექმნის თანამედროვე, საინტერესო და ხარისხიან კონტენტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური ქსელების მართვა;
  • კონტენტ-გეგმის შედგენა და ახალი იდეების მოფიქრება;
  • Reels, Stories, TikTok და სხვა ვიდეოკონტენტის დაგეგმვა და გადაღება;
  • უძრავი ქონების, ოფისის, გუნდისა და სამუშაო პროცესის საინტერესო ფორმით წარმოჩენა;
  • ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
  • ვიდეოების მონტაჟი და სოციალური ქსელებისთვის მომზადება;
  • პოსტებისა და ვიდეოებისთვის ტექსტებისა და იდეების მომზადება;
  • მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი და მათი Ved House-ის სტილზე მორგება;
  • ბრენდის ვიზუალური სტილისა და კომუნიკაციის ერთიანი მიმართულების შენარჩუნება;
  • სოციალური მედიის აქტიურობისა და ჩართულობის ზრდაზე მუშაობა.

ვის ვეძებთ:

  • ადამიანს, რომელსაც აქვს კრეატიული ხედვა და შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს კონტენტი;
  • იცის Instagram, TikTok, Facebook და სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციები;
  • შეუძლია ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება;
  • ფლობს ვიდეომონტაჟის უნარებს;
  • აქვს კარგი ვიზუალური გემოვნება და ყურადღებას აქცევს დეტალებს;
  • არის პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • შეუძლია იდეის მოფიქრებიდან მის საბოლოო განხორციელებამდე პროცესის დამოუკიდებლად მართვა.

ტრენდებს, შემოგვთავაზებს ახალ იდეებს და აქტიურად იმუშავებს "Ved House"-ის სოციალური მედიის განვითარებაზე.

რას გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მზარდ ბრენდთან მუშაობას;
  • შემოქმედებით თავისუფლებას;
  • მრავალფეროვან კონტენტზე მუშაობას — უძრავი ქონება, ინტერიერი, არქიტექტურა, გუნდი, დეველოპერული პროექტები და სამუშაო პროცესი;
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას;
  • პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ან WhatsApp/Viber

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ved House
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა