საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!
"ბეკო" აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით სამუშაო საათები: სრული გრაფიკი
ზოგადი მოთხოვნები:
- პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა "B" მექანიკა
ძირითადი მოვალეობები:
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის (სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, გამათბობლის ...) ელექტრო ან მექანიკური დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა;
- ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მეილზე
შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.