9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2FGDMPVV 25 Ağu tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

İşveren

İşveren

ინჟინერ-კონსტრუქტორი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

ინსპექტირების ორგანო აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ კონსტრუქტორის (ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.N24გ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები:

  • ობიექტის ვიზუალურად დათვალიერება;
  • არსებობის შემთხვევაში დეფექტების დადგენა გამოვლენა;
  • აზომვითი სამუშაოების შესრულება, საჭირო ანათვლების აღება, კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა და მათი დაზიანების ხარისხის შემოწმება;
  • ნაგებობის კონსტრუქციების კონსტრუქციულ-საანგარიშო სქემის და კონსტრუქციების ძირითადი ზომების დაზუსტება;
  • ნაგებობის კონსტრუქციების ხილული ნაწილების ვიზუალური გამოკვლევა, დეფექტების გამოვლენა და მათი ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • კონსტრუქციული ელემენტების ხილული ზედაპირების მდგომარეობის შეფასება, დეფექტების და დაზიანებების დადგენა, მათი ზომების დადგენა და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • შენობა-ნაგებობებისათვის საძირკვლის კონსტრუქციების მდგომარეობის დადგენა ხილვადობის შესაბამისად და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • კონსტრუქციის მასალის ფიზიკო-მექანიკური თვისებების დადგენა კონტროლის არამრღვევი მეთოდებით და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • კონსტრუქციების გახსნა/გახსნილი კონსტრუქციების (უკუშევსების გარეშე) ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • ავარიული ნაწილების დადგენა (არსებობის შემთხვევაში) და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • ნაგებობის კონსტრუქციების დეფორმაციების დადგენა, არსებობის შემთხვევაში (ჩაღუნვები, გადახრები, ბზარები და სხვა) და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • არმირების სქემის დაზუსტება და არმატურის მდგომარეობის შეფასება არამრღვევი მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციის გახსნის მეშვეობით მდგომარეობის შეფასება და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;
  • ნაგებობის კონსტრუქციების მდგომარეობის შეფასება ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგების მიხედვით;
  • მიღებული მონაცემების მიხედვით ინსპექტირების ანგარიშის შედგენა.
  • შმიდტის ჩაქუჩის გამოყენება.
  • ლევანს გადავახედო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • პროექტირება-კონსტრუირების გამოცდილება სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
  • სამშენებლო კონსტრუქციების მზიდ უნარიანობის გამოთვლის თანამედროვე პროგრამებში მუშაობა;
  • შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევის გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინჟინერ კონსტრუქტორი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek