8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2XT506KJ 9 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

სკუტ სკუტი

სკუტ სკუტი

ფილიალის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ თბილისში ახალი მაღაზიისა და სერვისცენტრის გახსნას, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ ფილიალის მენეჯერს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

  • გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა;
  • ხარ შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაქვს გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული ხარ და გაქვს ანალიტიკური უნარი;
  • გაქვს დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გაქვს ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალში მომუშავე თანამშრომლების მართვა და კოორდინაცია;
  • სერვისის მომსახურებისა და რეალიზაციის პროცესის მონიტორინგი;
  • ფილიალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის, სახარჯი მასალების, პროდუქციის განლაგებისთვის საჭირო სათავსოებისა და ვიზუალური სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა/კონტროლი, ნაშთის სიზუსტის კონტროლი;
  • გაყიდვების პროცესზე პასუხისმგებლობა, გაყიდვების მენეჯერების კონტროლი რეალიზაციის დადგენილი პროცესის შესაბამისად; გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;
  • ტექნიკური გუნდის პროცესების მართვა, სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • საგარანტიო შემთხვევების სრული ციკლის მართვა, მომხმარებელსა და საგარანტიო ხელოსანს შორის შუამავლობა;
  • გასაყიდი პროდუქციის სრული ასორტიმენტისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის ფლობა, გაყიდვების მენეჯერებისთვის სიახლეების გაზიარება და მათი კომპეტენციის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერსონალის მუდმივი სწავლების უზრუნველყოფა სამუშაო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • ერთი მხრივ, გაყიდვების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, სერვისში უკმაყოფილო მომხმარებლებთან მოლაპარაკება და პრობლემების გადაწყვეტა;
  • პროდუქციისა და სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება, ფილიალის გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საავტომობილო/მოტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • სატელეფონო სერვისების პაკეტს;
  • უფასო კორპორატიულ დაზღვევას;
  • გუნდურ აქტივობებსა და ტრენინგებს.

ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე.

თუ გსურს მეტი გაიგო, ვინ ვართ ჩვენ, გიზიარებთ ჩვენი ციფრული არხების მისამართებს:

Web: https://scootscoot.ge FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi Insta: scootscoot_Geo TikTok: scootscoot_Geo

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სკუტ სკუტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek