8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

47T1EC0G 21 Eyl tarihinde yayınlandı 23 görüntüleme

ახალი ქსელები

ახალი ქსელები

საპროექტო ჯგუფის უფროსი სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
₾2000–2700 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საპროექტო ჯგუფის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42 განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 2000-2700 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მშენებლობის პროექტების დაგეგმვა-მომზადება, ოპტიმალური ტრასების შერჩევა-მომზადება, სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი თანხმობის მოპოვება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ასევე კერძო ნაკვეთების მესაკუთრებისგან;
  • საპროექტო ბაზებთან (Gis, Visio, Autocad) მუშაობა, ბაზების შექმნა, პრობლემურ პროექტებზე მუშაობა, დაგეგმვა, ალტერნატიული გზების მოპოვება;
  • სატელეფონო კანალიზაციის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის ნახაზის შედგენა, მათი შენახვა და რეზერვირება ელექტრონულად;
  • ობიექტის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი განსაკუთრებული შემთხვევის დროს პროექტის კორექტირება და პასპორტიზაცია;
  • შესრულებული პროექტის რეალობის ასახვა და ხაზოვანი ნაგებობის დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
  • შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და პასუხის მომზადება;
  • მოთხოვნისამებრ სამუშაო ანგარიშის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • GIS, AUTOCAD, VISIO პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საპროექტო ჯგუფის უფროსი სპეციალისტი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ახალი ქსელები
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek