9.836 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

5Q5V3ZVJ 20 Eki tarihinde yayınlandı 21 görüntüleme

AML ოფიცერი

Colchis Digital Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun

"Colchis Digital" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

კომპანიის შესახებ:

Colchis Digital არის ქართული ფინტექ კომპანია, რომელიც ავითარებს ვირტუალური აქტივების გაცვლის პლატფორმას: ფიატ-კრიპტო და კრიპტო-კრიპტო გაცვლას, ვირტუალური აქტივების მეურვეობასა და გადარიცხვებს.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დამოუკიდებლად მოაზროვნე სპეციალისტს, რომელიც ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) სისტემას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის AML/CFT შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა, განახლება და შემდგომი განვითარება რისკზე დაფუძნებული მიდგომით;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის (KYC/KYB) პროცესის ზედამხედველობა, მათ შორის მაღალი რისკის კლიენტებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) გაძლიერებული შესწავლა (EDD);
  • ტრანზაქციების მონიტორინგი, ბლოკჩეინ-ანალიტიკის (KYT) სისტემის შეტყობინებების განხილვა და უჩვეულო ან საეჭვო გარიგებების გამოვლენა;
  • სანქციების სკრინინგისა და კლიენტთა ბაზის პერიოდული ხელახალი შემოწმების კონტროლი;
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • ვირტუალური აქტივების გადარიცხვებზე "Travel Rule"-ის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების მომზადება და პერიოდული განახლება;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან, აუდიტორებთან, პარტნიორ ბანკებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია შესაბამისობის საკითხებზე;
  • თანამშრომელთა AML/CFT ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
  • შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება კომპანიის ხელმძღვანელობისა და პარტნიორთა საერთო კრებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • AML/compliance მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, VASP ან სხვა ანგარიშვალდებული პირი) — განიხილება როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კანდიდატები;
  • "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • FATF-ის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერითი და ზეპირი);
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • უნაკლო საქმიანი რეპუტაცია.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Sumsub-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (KYC/KYB ვერიფიკაცია, AML სკრინინგი, ტრანზაქციების მონიტორინგი);
  • კრიპტოვალუტის ბირჟაში ან VASP-ში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული სერტიფიკატი (CAMS, ICA, CCAS ან ექვივალენტური);
  • ბლოკჩეინ-ანალიტიკისა და KYC/KYT ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: Chainalysis, Elliptic, TRM Labs);
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ან ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
  • AML/CFT ფუნქციის განვითარებასა და მასზე პასუხისმგებლობის აღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; დამწყები კანდიდატებისთვის — პრაქტიკულ სწავლებას არსებული შიდა პოლიტიკისა და პროცედურების ბაზაზე;
  • დამოუკიდებელ პოზიციას და პირდაპირ ურთიერთობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ ფინტექ გარემოში;
  • სამუშაო ადგილს თბილისში მდებარე ოფისში.

როგორ განვაცხადოთ:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "AML ოფიცერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი 2026.

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ Colchis Digital დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz