ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია „ჰეფი ფეთი“(შპს „ვიტამინი“) — შინაური ცხოველების საკვების, აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და ვეტერინარული პროდუქციის სადისტრიბუციო
კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი (10:00–18:00), შაბათი (10:00–14:00), კვირა — დასვენება.
ძირითადი მოვალეობები: - სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი. - მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება. - შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა. - გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები: - აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. - შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა. - გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი. - სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა. - ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600–700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900–2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი“
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.