8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

66VVE4H5 15 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

გრავიტა

გრავიტა

სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

პოზიციის დასახელება - სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური სამსახური უშუალო ხელმძღვანელი - ტექნიკური სამსახურის უფროსი დაქვემდებარებული პოზიციები - N/A მინიმალური სამუშო გამოცდილება - 3 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო პროექტების მიხედვით მოცულობების დათვლა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
  • პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
  • სატენდერო პაკეტის მომზადება, მიღებული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
  • განფასებების ანალიზი და ფინანსური დასკვნების მომზადება;
  • მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესაბამის შესრულების აქტში ასახვა;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის (ფორმა №29) მომზადება;
  • მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
  • ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტის ფინანსური რისკების ანალიზი, იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური/ფინანსური და/ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
  • სატენდერო პროცესებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • AutoCad/ Revit პროგრამების პრაქტიკული და ფუნქციური ცოდნა;
  • MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • MS Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გრავიტა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek