8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6CVHKEXR 2 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

თელმიკო

თელმიკო

კლიენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

შპს „თელმიკო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები - მომხმარებელთა განცხადებების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირება (რეკვიზიტების შეცვლა, ბრუნვის ისტორიის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება ტარიფების, ვალების შესახებ და ა.შ.); - მომხმარებელთა განცხადებების შესრულების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/დამუშავება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; - სააბონენტო ბარათზე თანხის კორექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება და მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვის ორგანიზება; - აბონენტებთან დაკავშრებული სხვადასხვა სახის რეესტრების და ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება ექსელის ფაილში; - მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმება; - მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით; - მომხმარებლებისათვის განმარტებითი ინფორმაციის მიწოდება დავალიანების წარმოშობისა და მიზეზების შესახებ; - შრომის შინაგანაწესის, საწარმოო და შრომითი დისციპლინის ორგანიზება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რუსული ენა – სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - ინგლისური ენა – სასურველია ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე: MS Excel, MS Word; PowerPoint.

პიროვნული თვისებები და უნარები - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „აბონენტებთან მუშაობის ოპერატორი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში. ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას. დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება. ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თელმიკო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek