8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6NYSYTZ6 21 Eyl tarihinde yayınlandı 19 görüntüleme

IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾3000 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" (IGG) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი

პოზიციის შესახებ

ბუღალტერი უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადებას. პოზიცია მუშაობს ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორების კონტროლის ფარგლებში.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება და კონტროლი;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ნაშთების რეგულარული შეჯერება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელფასების, შვებულებებისა და სხვა შესაბამისი დარიცხვების კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • საგადასახადო კანონმდებლობასთან კომპანიის ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშგების დახურვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივების აღრიცხვის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორებისთვის საჭირო საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
  • კომპანიაში მოქმედი შიდა კონტროლისა და ფინანსური პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძალიან კარგი ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება და IFRS-ის ცოდნა;
  • RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამებთან და MS Excel-თან მუშაობის კარგი უნარები;
  • გარე აუდიტთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • სადაზღვევო, საბანკო ან სხვა რეგულირებად ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სადაზღვევო კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკის ცოდნა;
  • მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია ან სერტიფიკატი.

რას გთავაზობთ

  • 3, 000 ლარი NET (ხელზე) ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV, სათაურის ველში მიუთითეთ: "ბუღალტერი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek