ბუღალტერი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" (IGG) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი
პოზიციის შესახებ
ბუღალტერი უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადებას. პოზიცია მუშაობს ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორების კონტროლის ფარგლებში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება და კონტროლი;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ნაშთების რეგულარული შეჯერება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ხელფასების, შვებულებებისა და სხვა შესაბამისი დარიცხვების კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
- საგადასახადო კანონმდებლობასთან კომპანიის ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგების დახურვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივების აღრიცხვის კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;
- ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორებისთვის საჭირო საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
- კომპანიაში მოქმედი შიდა კონტროლისა და ფინანსური პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
- საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძალიან კარგი ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება და IFRS-ის ცოდნა;
- RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებთან და MS Excel-თან მუშაობის კარგი უნარები;
- გარე აუდიტთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება
- სადაზღვევო, საბანკო ან სხვა რეგულირებად ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სადაზღვევო კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკის ცოდნა;
- მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება;
- პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია ან სერტიფიკატი.
რას გთავაზობთ
- 3, 000 ლარი NET (ხელზე) ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV, სათაურის ველში მიუთითეთ: "ბუღალტერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.