8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6PB9NKVN 16 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

აგროჰაბი

აგროჰაბი

ოფისის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

"აგროჰაბი" — აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში — 2016 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ და ჯანსაღ პროდუქტს ევროპული სტანდარტების შესაბამისად სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის სტუმრების დახვედრა, მიღება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • შემომავალი ზარების, წერილებისა და სხვა კომუნიკაციების მართვა;
  • შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრის ოთახების დაჯავშნისა და მომზადების კოორდინაცია;
  • ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა ადმინისტრაციული რესურსების კონტროლი;
  • ოფისის შიდა წესრიგისა და ადმინისტრაციული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
  • მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა საოფისე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში დაგხვდებათ:

  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის სხვა კორპორაციული ბენეფიტები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე. გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია; მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება`

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აგროჰაბი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek