8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6ZYY0JKY 11 Eyl tarihinde yayınlandı 98 görüntüleme

Onex Georgia

Onex Georgia

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

Onex Georgia Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
₾2150 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში კომპანია ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს გაიხსნა, მისამართზე: ა. ყაზბეგის გამზირი №19ბ.

"ONEX" ეძებს პროაქტიულ, პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და სერვისზე ორიენტირებულ IT მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ყოველდღიურ ტექნიკურ მხარდაჭერას, IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და კომპანიის ტექნოლოგიური რესურსების ეფექტიან მართვას. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირი იქნება თანამშრომლებისთვის პირველი საკონტაქტო პირი IT საკითხებთან დაკავშირებით და იმუშავებს როგორც ოფისებში, ისე საწყობებში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 2150 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისისა და საწყობის თანამშრომლებისთვის პირველი ხაზის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის, პრინტერების, სკანერების, ინტერნეტკავშირისა და სხვა IT საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება;
  • კომპანიის ყველა ლოკაციაზე ლოკალური ქსელის (LAN) და Wi-Fi ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
  • ოფისებს შორის IT აღჭურვილობის ინსტალაციის, გადაადგილების, ჩანაცვლებისა და კონფიგურაციის კოორდინაცია;
  • ცენტრალურ IT გუნდთან თანამშრომლობა კომპლექსური ტექნიკური პრობლემების გადაჭრისა და სისტემური პროექტების მხარდაჭერის მიზნით;
  • IT აღჭურვილობის, პერიფერიული მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა ტექნიკური აქტივების ინვენტარიზაციის წარმოება და განახლება;
  • ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა ONEX-ის ყველა ოფისსა და საწყობში;
  • სამუშაო სადგურებისა და IT აღჭურვილობის კონფიგურაციის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
  • მხარდაჭერის პროცესების, განმეორებადი პრობლემებისა და მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილებების დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT მხარდაჭერის, Help Desk-ის ან მსგავს ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Windows-ისა და Linux-ის ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;
  • Microsoft 365-ისა და საოფისე პროგრამების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
  • ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების (LAN, Wi-Fi, როუტერები, კომუტატორები) ცოდნა;
  • IT აღჭურვილობის ინსტალაციის, კონფიგურაციის, გადატანისა და ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპანიის ოფისებსა და საწყობებს შორის გადაადგილების მზადყოფნა;
  • პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფის სურვილი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და სწრაფ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. ინფორმაციის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Onex Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek