8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7R8MBHBQ 17 Eyl tarihinde yayınlandı 28 görüntüleme

Loyal Partners

Loyal Partners

მთავარი ბუღალტერი

Loyal Partners Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

"Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მთავარი ბუღალტერი

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო ბაზის მართვა და ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტაციის, საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების კონტროლი და დროული წარდგენა;
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის საბუღალტრო კონსულტაციის გაწევა და წარმოშობილი საკითხების დროული მოგვარება;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების ორგანიზება;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით უმაღლესი განათლება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა — Balance/FINA;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და ბუღალტრული პროცესების მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ACCA-ის კვალიფიკაცია ან მიმდინარე სწავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის, ორგანიზების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Loyal Partners
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek