8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7SVFXP9R 11 Eyl tarihinde yayınlandı 87 görüntüleme

Coteccons Construction

Coteccons Construction

კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი

Batum Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" ბათუმში მიმდინარე პროექტისთვის — Silk Towers — ეძებს კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველს.

კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტზე მუშაობა და გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
  • სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბარბიუსის 6;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყალიბის, არმატურისა და ბეტონის სამუშაოების ზედამხედველობა ობიექტზე;
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და ACI / EN მოთხოვნებთან;
  • ბეტონის ჩაწყობის წინ შემოწმებების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ბრიგადების კოორდინაცია ყოველდღიურ კონსტრუქციულ სამუშაოებზე;
  • პროგრესის, გადახრებისა და ობიექტზე არსებული საკითხების ანგარიშგება მშენებლობის მენეჯერთან;
  • სამუშაო ზონაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის ან სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით;
  • მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის გამოცდილება (მინიმუმ 1-2 დასრულებული პროექტი;
  • ACI და EN სტანდარტების კარგი ცოდნა;
  • კონსტრუქციულ სამუშაოებში ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსტრაქშენ" - ის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Coteccons Construction
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek