ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + % გაყიდვებიდან;
- საშუალო შემოსავალი: 2000-2500+ ლარი თვეში;
- საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ბონუსი შეიძლება აღემატებოდეს 8550 ლარს;
- დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
- სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი (10-14 დღე): 11:00-14:00 ან 15:00-18:00;
- 1-თვიანი მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
- ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკის არჩევანი:
- 5/2 — 8-საათიანი სამუშაო დღე;
- 2/2 — 10-საათიანი სამუშაო დღე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
- შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება.
ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.
ამიტომ გთავაზობთ:
- ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
- სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
- არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
- ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის;
- Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.
ჩვენ ვეძებთ:
- კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი);
- პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. დაინტერესებული ხართ? დარეკეთ WhatsApp-ის შემდეგ ნომერზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.