რეკვიზიტორი
"ბიგ დეი" აცხადებს ვაკანსიას რეკვიზიტორის პოზიციაზე
ჩვენ შესახებ
"ბიგ დეი" ბავშვთა გასართობ სფეროში 2018 წლიდან საქმიანობს. ეს არის ერთადერთი საბავშვო გასართობი ცენტრების ქსელი საქართველოში, რომელსაც ფილიალები ქვეყნის მასშტაბით — თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში აქვს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი გასართობი პროგრამების, გამორჩეული ღონისძიებებისა და ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღეების შექმნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამისთვის საჭირო რეკვიზიტების წინასწარ მომზადება;
- ღონისძიების მსვლელობისას ფორმების ჩაცმა;
- რეკვიზიტების სისუფთავის კონტროლი;
- ღონისძიების დასრულების შემდეგ რეკვიზიტების მოწესრიგება;
- წამყვანებთან, ანიმატორებთან და გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღებიანობა და სწრაფად მოქმედების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის სურვილი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "რეკვიზიტორი — თბილისი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.