Реквизитор
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
«ბიგ დეი» აცხადებს ვაკანსიას რეკვიზიტორის პოზიციაზე
ჩვენ შესახებ
«ბიგ დეი» ბავშვთა გასართობ სფეროში 2018 წლიდან საქმიანობს. ეს არის ერთადერთი საბავშვო გასართობი ცენტრების ქსელი საქართველოში, რომელსაც ფილიალები ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში აქვს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი გასართობი პროგრამების, გამორჩეული ღონისძიებებისა და ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღეების შექმნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
პროგრამისთვის საჭირო რეკვიზიტების წინასწარ მომზადება; ღონისძიების მსვლელობისას ფორმების ჩაცმა; რეკვიზიტების სისუფთავის კონტროლი; ღონისძიების დასრულების შემდეგ რეკვიზიტების მოწესრიგება; წამყვანებთან, ანიმატორებთან და გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ყურადღებიანობა და სწრაფად მოქმედების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; დინამიკურ გარემოში მუშაობის სურვილი; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "რეკვიზიტორი, თბილისი".
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.