8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8CBGXXAH 9 Eyl tarihinde yayınlandı 63 görüntüleme

Jean Louis David

Jean Louis David

სილამაზის სალონის ადმინისტრატორი

Jean Louis David Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1100 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი "Jean Louis David" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: კვირაში 4 დღე;
  • ანაზღაურება: 1100 ლარი, ბონუსი გაყიდვებიდან;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.

გთხოვთ, ნუ გამოგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული — თავისუფალი, სასაუბრო დონე;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება შესაბამის პროგრამაში;
  • სალაროს მართვა (სალონის საკასო ოპერაციების წარმოება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო);
  • სალონში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სილამაზის სალონის ადმინისტრატორი.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Jean Louis David
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek