8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9FVABV7Z 26 Ağu tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

m²

უფროსი ინტერიერის დიზაინერი

Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!

"m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დიზაინერების კოორდინაცია, სამუშაოს სწორად გადანაწილება და პროექტების შესრულების კონტროლი;
  • დამკვეთის დახმარება ინტერიერის დაგეგმვაში, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
  • საერთო სარგებლობის სივრცეების დიზაინის შემუშავება და კოორდინაცია ობიექტზე;
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე დიზაინის ნაწილში, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა ან პროექტის კორექტირება;
  • ბინებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების ნაწილში არქიტექტურული ნახაზების დამუშავება და შემოწმება;
  • მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მუშა დოკუმენტაციიდან ამოღება/დამუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში სარემონტო მასალების შერჩევა, სპეციფიკაციების დამუშავება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი პროფესიული განათლება (ინტერიერის დიზაინერის ან/და არქიტექტორის კვალიფიკაციით);
  • სამუშაო გამოცდილება დიზაინისა ან/და არქიტექტურის სფეროში.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • არქიტექტურული პროგრამები:
  • პროფესიულ დონეზე ცოდნა - ArchiCAD;
  • საშუალო დონეზე ცოდნა - AutoCAD და Excel;
  • Revit, 3D Max და Adobe Photoshop ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ინტერიერის დიზაინერი".

ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek