8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ACJ35X4H 8 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

თბილღვინო

თბილღვინო

ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

  • დაქვემდებარებულ ჰორეკას ობიექტებში ყოველდღიური მარშრუტის მიხედვით ვიზიტის განხორციელება და შეკვეთის აღება
  • კომპანიაში არსებული ჰორეკას ობიექტების კატეგორიზაციის მიხედვით თითოეულ ობიექტში ინდივიდუალური, ოპტიმალური ასორტიმენტის შედგენა
  • თითოეულ ობიექტში საუკეთესო განთავსების უზრუნველყოფა (მენიუ, ბარი და ა.შ.)
  • არსებული კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვებისა და თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი
  • ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი, პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
  • დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
  • დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალთან საუკეთესო ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • ჰორეკას პერსონალის მოტივირების სისტემის შემუშავება და მისი ეფექტურობის კონტროლი
  • კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
  • ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია B2 დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების მართვა
  • დროის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დამატებითი მოთხოვნები: აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. მელიქიშვილის #8ა
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშავოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშავოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში". სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თბილღვინო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek