9.769 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

ADJ82PKN 20 Eki tarihinde yayınlandı 28 görüntüleme

AI & Full-Stack Automation ინჟინერი

Tempo Holding Dış ilan
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun
Kıyafet · ilanda

"TEMPO Holding" აცხადებს ვაკანსიას AI & Full-Stack Automation Engineer-ის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული/დისტანციური დაქვემდებარება: ფინანსური დირექტორი

ჩვენ შესახებ

"TEMPO Holding" არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც მუშაობს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

ვეძებთ ტექნიკურად ძლიერ, ანალიტიკურ და ინიციატივიან ადამიანს, რომელიც AI-ისა და თანამედროვე პროგრამული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს ბიზნესის პრობლემების აღმოჩენას, პროცესების ავტომატიზაციასა და ციფრული პროდუქტების შექმნას.

შენი მთავარი მისია

პირველ ეტაპზე შეისწავლი კომპანიის არსებულ სისტემებსა და ბიზნეს პროცესებს, გამოავლენ გაუმჯობესების შესაძლებლობებს და შექმნი ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის კომპანიის ეფექტიანობას.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • არსებული IT სისტემების, CRM/ERP-ების, მონაცემთა ბაზებისა და ინტეგრაციების აუდიტი;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • Full-Stack ვებაპლიკაციებისა და შიდა ციფრული ინსტრუმენტების შექმნა;
  • API-ებისა და სხვადასხვა პროგრამული სისტემის ინტეგრაცია;
  • n8n, Make ან მსგავსი პლატფორმებით workflow-ების ავტომატიზაცია;
  • AI-powered ინსტრუმენტებისა და პროცესების შექმნა;
  • გადაწყვეტილებების ტესტირება, დანერგვა და მიღებული შედეგების შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • Full-Stack დეველოპმენტის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Frontend, Backend, REST API და SQL მონაცემთა ბაზების ცოდნა;
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება;
  • AI/LLM-ებისა და AI coding tools-ის პრაქტიკული გამოყენება;
  • API ინტეგრაციებისა და workflow automation-ის გამოცდილება ან შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • უპირატესობა მიენიჭება TypeScript/JavaScript, React/Next.js, Node.js, Python, PostgreSQL, n8n, Docker და cloud გარემოს ცოდნას.

როგორი კანდიდატი გვჭირდება?

ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად პოულობს პრობლემის გადაწყვეტას, სწრაფად ქმნის სამუშაო პროტოტიპებს და მიჰყავს ისინი პრაქტიკულ გამოყენებამდე. შეუძლია განსაზღვროს, როდის არის საჭირო ახალი სისტემის შექმნა და როდის — არსებული სისტემის ინტეგრაცია ან ავტომატიზაცია.

რას გთავაზობთ?

  • კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციაში უშუალო მონაწილეობას;
  • რეალური პროდუქტებისა და ავტომატიზებული სისტემების შექმნის შესაძლებლობას;
  • თანამშრომლობას ფინანსურ დირექტორთან და ხელმძღვანელობასთან;
  • გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

როგორ შემოგვიერთდე?

გამოგვიგზავნე CV და, თუ გაქვს, GitHub, Portfolio ან შენ მიერ შექმნილი პროექტების მაგალითები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ტექნოლოგიები იცი, არამედ რა პრობლემები გადაჭერი და რა შედეგი შექმენი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz