იურისტი
"გლობალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, სამართლებრივი რისკების მართვასა და კომპანიის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ საკითხებში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება;
- კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა;
- კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა;
- პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
- პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;
- სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;
- აუცილებელია სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
- მოლაპარაკებებისა და რთული კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა და სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
სამუშაო საათები: ორშ-პარასკევი 10:00 - 18:00 მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://glob.selfrecruit.ge/s/c9lLv
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.