8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AVJSTACE 1 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

სამშენებლო-სარემონტო კომპანია

სამშენებლო-სარემონტო კომპანია

საქმეთა მწარმოებელი სამშენებლო ინჟინერი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო-სარემონტო კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან საქმეთა მწარმოებელ სამშენებლო ინჟინერს

ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის რეკონსტრუქციისა და სარემონტო სამუშაოებს.

ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ეფექტურ მართვას და სამუშაოების ხარისხიანად უსაფრთხოდ და დადგენილ ვადებში შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და მართვა
  • სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად
  • მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია
  • სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვა
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაო ნახაზების შესაბამისად სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა
  • სამშენებლო მასალებისა და სამუშაო რესურსების საჭიროების განსაზღვრა
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი
  • სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი
  • დამკვეთთან პროექტის ხელმძღვანელობასთან და ქვეკონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული გადაწყვეტა
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის სამოქალაქო ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში
  • საქმეთა მწარმოებლად სამშენებლო ინჟინრად მუშაობის გამოცდილება
  • სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაოების წარმოების პროცესის კარგი ცოდნა
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
  • სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ტექნოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
  • სამუშაოების დაგეგმვისა და ვადების კონტროლის უნარი
  • გუნდთან მუშაობისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტები
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ ელფოსტაზე გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ თქვენს მიერ განხორციელებული ან მართული სამშენებლო პროექტების ტიპები და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამშენებლო-სარემონტო კომპანია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek