8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BK8RMBTP 8 Eyl tarihinde yayınlandı 63 görüntüleme

Evectus

Evectus

მასწავლებელი / რეპეტიტორი

Evectus Dış ilan
Uzaktan Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

"Evectus" evectus.ge არის ინოვაციური ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლის პროცესის გამარტივებას. ჩვენ ვქმნით ერთიან, ტექნოლოგიურად გამართულ სივრცეს, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს მარტივად შეუძლიათ იპოვნონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, რეპეტიტორები, ხოლო პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი კარიერა, ააშენო პროფესიული რეპუტაცია და მიიღონ მოსწავლეების მუდმივი ნაკადი.

ვაკანსიის დასახელება: მასწავლებელი / რეპეტიტორი კომპანია: Evectus ლოკაცია: დისტანციური (Online) დასაქმების ტიპი: თავისუფალი გრაფიკი / ნაწილობრივი დატვირთვა

Evectus-ი აცხადებს მიღებას მოტივირებული რეპეტიტორებისა და პედაგოგებისთვის შემდეგ მიმართულებებში:

სასკოლო საგნები და ეროვნული გამოცდები:

  • მათემატიკა
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • სამოქალაქო განათლება
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • დაწყებითი კლასების კომპლექსური მომზადება

უცხო ენები (სასკოლო პროგრამა, სასაუბრო და გამოცდებისთვის მზადება):

  • გერმანული ენა
  • ფრანგული ენა
  • ესპანური ენა
  • იტალიური ენა
  • რუსული ენა
  • ჩინური ენა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ონლაინ გაკვეთილების მაღალ დონეზე ჩატარება (ინდივიდუალურად);
  • სასწავლო პროგრამისა და მეთოდოლოგიის ადაპტირება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
  • მოსწავლის აკადემიური პროგრესის სისტემატური შეფასება და უკუკავშირი მშობელთან/მოსწავლესთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამის საგანში/ენაში უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • რეპეტიტორად, სკოლაში ან ენების ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების (Zoom, Google Meet და ა.შ.) გამართულად ფლობა;
  • პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოსწავლეებთან/ მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ Evectus?

  • სრული თავისუფლება და მოქნილობა: აწყობთ თქვენს განრიგს თავად და მუშაობთ ნებისმიერი ადგილიდან;
  • მოსწავლეთა სტაბილური ნაკადი: პლატფორმა უზრუნველყოფს თქვენს დაკავშირებას დაინტერესებულ მოსწავლეებთან;
  • დატვირთვის რეგულირება: ირჩევთ მოსწავლეთა იმ რაოდენობას, რაც თქვენთვის ოპტიმალურია;
  • პროფესიული პროფილი: Evectus-ის პლატფორმაზე საკუთარი სარეკომენდაციო ბაზის, შეფასებებისა და რეპუტაციის მშენებლობა.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ- ფოსტაზე სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მასწავლებელი — [თქვენი საგანი/ენა]" (მაგ: მასწავლებელი — მათემატიკა ან მასწავლებელი — ინგლისური ენა).

ვებ-გვერდი: evectus.ge

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Evectus
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek