← Tüm iş ilanları

CD4XCY1C 16 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

კვების ობიექტის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი /პროფესიული განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel).

ფუნქცია-მოვალეობები

  • კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • მომდევნო სამუშაო დღის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით შესაბამისი მითითებების მიცემა პერსონალისათვის;
  • პერსონალის მოვალეობების შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის;
  • ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
  • ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის;
  • პროდუქციის დროული და სწორად განსაზღვრული რაოდენობებით შეკვეთა;
  • მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი;
  • დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
  • ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ; ანაზღაურება: 2500, 00 ლარიდან - 3000, 00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz