8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CJ2EFAC5 21 Eyl tarihinde yayınlandı 24 görüntüleme

ქარმოლი

ქარმოლი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾3500 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

ჩვენს შესახებ:

"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში.

გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში იმალება დიდი პოტენციალი.

ჩვენ, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე და აიმაღლონ საკუთარი სტანდარტები ყოველდღიურად.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესის განვითარებაში.

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი; სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 3500 ლარიდან (ფიქსირებული+ბონუსი) მდებარეობა: თბილისი; ბელიაშვილის N142. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15.08.2026.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების გაყიდვა;
  • ახალი კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა;
  • შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა;
  • CRM სისტემაში ინფორმაციის განახლება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების გამოცდილება (ავტომობილების სფერო ჩაითვლება უპირატესობად)
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები გაყიდვებიდან
  • პროფესიულ განვითარებას სწრაფად მზარდ კომპანიაში
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ: მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარმოლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek