9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

D510TEDH 25 Ağu tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

İşveren

İşveren

დიასახლისი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Temizlik
Oturum açın ve başvurun
₾1200–1300 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია ეძებს დიასახლისს ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, იოსებიძის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1, 200-1, 300 ლარი ვაკანტური პოზიცია: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის, სამზარეულოსა და სველი წერტილების დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
  • ნარჩენების დროული გატანა;
  • დასუფთავების საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის მოწესრიგება;
  • თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ჩაის/ყავის შეთავაზება;
  • საოფისე მცენარეების მოვლა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ოფისის ყოველდღიურ საკითხებში დახმარება;
  • ჰიგიენური და სამეურნეო მარაგების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ინფორმირება მარაგების შევსების ან სხვა საკითხების შესახებ.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი;
  • სისუფთავისა და წესრიგისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დიასახლისი".

დაგიკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგს" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek