8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E4C4SAV3 3 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

ადლი

ადლი

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ადლი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეებისა და პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლი" - ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის წარმართვა;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტირება;
  • კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
  • პროექტში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, პროექტში ჩართულ მხარეებთან დეტალურად გავლა, დასაბუთება, ცვლილების დადასტურება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
  • საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
  • შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
  • პროექტთან დაკავშირებული ყველა სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება / დაქვემდებარებული პირის მიერ წარმოებულის სისწორის კონტროლი; (ფორმა # 2; ფარული აქტები; სასაწყობო ნაშთები; გეოდეზიური აქტები; ნებისმიერი სამშენებლო დოკუმენტაცია)
  • პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა)
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას)
  • პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; (Microsoft Suit, Archicad, Autocad)
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პროექტის მართვის ცოდნა და უნარი;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი ;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების მენეჯერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 03 ოქტომბერი, 2026 წელი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებას. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიზნებისათვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისა და/ან თანამშრომლების მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ხოლო შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული და/ან ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ადლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek