9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E8CZDWCR 26 Ağu tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრ. ჰოსპიტალი

იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრ. ჰოსპიტალი

ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი

Batum Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების (NICU) კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • განყოფილების უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან/სამედიცინო დირექტორთან კოორდინაციით;
  • პაციენტთა შეფასების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ინტენსიური მოვლის კლინიკური პროცესების ზედამხედველობა;
  • რთული და მაღალი რისკის კლინიკური შემთხვევების მართვაში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმების ორგანიზება და კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
  • განყოფილებაში პაციენტის მიღების, მკურნალობის, შიდა/გარე რეფერალის, ტრანსპორტირებისა და გაწერის პროცესების გამართული ორგანიზების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან კოორდინაციით;
  • განყოფილების ექიმებისა და საექთნო გუნდის ოპტიმალური სამუშაო ორგანიზების, მორიგეობებისა და უწყვეტი 24/7 კლინიკური დაფარვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • განყოფილების სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლების, კლინიკური სწავლებისა და პრაქტიკული ტრენინგების დაგეგმვა/კოორდინაცია;
  • გუნდის პროფესიული კომპეტენციების შეფასება და ახალი თანამშრომლების კლინიკური ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა;
  • დაქვემდებარებული განყოფილების მართვა, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება, სამუშაო პროცესისა და გუნდის შესრულების სისტემური შეფასება;
  • კლინიკური შედეგებისა და ხარისხის ინდიკატორების მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე გაუმჯობესების ღონისძიებების ინიციირება;
  • ლეტალური შემთხვევების, გართულებების, არასასურველი მოვლენებისა და მაღალი რისკის შემთხვევების კლინიკურ განხილვებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრა;
  • კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვებისა და განყოფილების კლინიკური პრაქტიკის პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი, დროული და კლინიკურ/მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისი წარმოების კონტროლი;
  • ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნების დაცვა და NICU-სთან დაკავშირებული ინფექციური რისკების შემცირების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა;
  • მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და კრიტიკული რესურსების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • განყოფილების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის, სახარჯი მასალებისა და სხვა რესურსების საჭიროების შეფასება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
  • მეანობა-გინეკოლოგიის, სამშობიარო ბლოკის, პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული, დიაგნოსტიკური და სხვა შესაბამისი სერვისების გუნდებთან ეფექტიანი კლინიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის ოჯახის წევრებთან ეფექტიანი და ეთიკური კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა და განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში კომუნიკაციის პროცესის მხარდაჭერა;
  • ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების გუნდთან თანამშრომლობა კლინიკური რისკების, ინციდენტების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების მართვის პროცესში;
  • განყოფილებისთვის განსაზღვრული კლინიკური, ხარისხობრივი და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;
  • ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტების, პროფესიული და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა განყოფილების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში ნეონატოლოგია.
  • უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები

სამუშაო გამოცდილება

  • კლინიკური საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები / უნარები

  • კლინიკური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ანგარიშვალდებულების გრძნობა;
  • რთულ და გადაუდებელ კლინიკურ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად და დასაბუთებულად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • საქმიანობის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
  • თანამშრომელთა სწავლების, განვითარებისა და მოტივაციის უნარი;
  • ეფექტიანი და ემპათიური კომუნიკაცია პაციენტის ოჯახის წევრებთან;
  • კონფლიქტური და მაღალი სტრესის მქონე სიტუაციების მართვის უნარი;
  • შედეგსა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
  • თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
  • სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
  • "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე.

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: NICU ხელმძღვანელი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრ. ჰოსპიტალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek