8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

FG2DYMZJ 2 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

ისეკო

ისეკო

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

ისეკო Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ისეკო", რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;
  • დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;
  • წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
  • საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა.

მოთხოვნები:

  • საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;
  • სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე,
  • მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.
  • ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები).

პიროვნული მახასიათებლები:

  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "საწარმოო დანადგარის ოპერატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ისეკო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek