ავტო სესხების ექსპერტი
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქ. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
- სასურველია ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომანქანების შემოწმება-შეფასება (ავტომანქანების მოდელებისა და საბაზრო ღირებულების ცოდნის საფუძველზე);
- გარკვევა მომხმარებლების მოთხოვნებში, შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, ამ პროდუქტების უპირატესობის ახსნა;
- ავტო სესხის განაცხადის მომზადება, სესხის რეგისტრაცია და კომიტეტზე წარდგენა;
- საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზი;
- ჯანსაღი პორტფელის მართვა გაპრობლემურებისგან თავის დასაზღვევად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/cAu5
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.