8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G7P009H0 10 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

კკ ჯგუფი

კკ ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 11 Eki tarihine kadar başvurun

აუდიტური კომპანია "კკ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"კკ ჯგუფი" 2008 წლიდან საქმიანობს და კომპანიებს სთავაზობს აუდიტორულ, საბუღალტრო, საშემფასებლო, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებებს. ვეძებთ აქტიურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების სრულ პროცესს — პოტენციური კლიენტების მოძიებიდან მათთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებამდე.

ვაკანსიის აღწერა:

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და კომპანიის შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
  • საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომპანიის მომსახურებების წარდგენა სატელეფონო საუბრისას, ონლაინ ან პირისპირ შეხვედრებზე;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება მენეჯმენტთან და შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაციით;
  • გაგზავნილ შეთავაზებებზე შემდგომი კომუნიკაცია (Follow-up) და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვის პროცესის კოორდინაცია შეთანხმების მიღწევამდე;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  • გაყიდვების შედეგების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და სამომავლო შესაძლებლობების აღრიცხვა და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგება;
  • მენეჯმენტთან ერთად გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • განსაზღვრული გაყიდვების გეგმებისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის პროფესიული რეპუტაციისა და კლიენტების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია B2B გაყიდვების ან პროფესიული მომსახურებების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ეფექტიანად წარმართვის უნარი;
  • ინფორმაციის ორგანიზებისა და გაყიდვების პროცესის სისტემატურად აღრიცხვის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია;
  • კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან კოორდინაციის უნარი;
  • პროფესიული და საქმიანი კომუნიკაციის კულტურა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, არჩილ ქურდიანის ქუჩა №11;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 000 ლარი;
  • დამატებითი ანაზღაურება: გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუსი;
  • წამახალისებელი პრიზები და გუნდური აქტივობები;
  • მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
  • კომპანიის მომსახურებებისა და პროფესიული სფეროს გაცნობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი — სახელი და გვარი" მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

CV-ის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ კომპანია "კკ ჯგუფმა" ვაკანსიის ფარგლებში დაამუშაოს მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კკ ჯგუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek