გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულ ენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ. თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება
- გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- უარზე სწორი რეაგირების უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები)
- კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა
- CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა
- განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
- ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი
- გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
შერჩევის პროცესი:
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე
- მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას
- სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.