9155 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GCT4QSN7 გამოქვეყნდა 30 სექ 7 ნახვა

Infinity Solutions

Infinity Solutions

გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

Infinity Solutions გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულ ენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ. თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება
  • გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • უარზე სწორი რეაგირების უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები)
  • კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა
  • CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა
  • განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

  • მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
  • ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი
  • გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
  • ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

შერჩევის პროცესი:

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე
  • მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას
  • სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე
  • საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Infinity Solutions
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა