8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

H2E5RSWH 17 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

The Design Mall

The Design Mall

IT მენეჯერი

The Design Mall Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ IT მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მართვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ქსელისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა;
  • ERP/CRM და სხვა ბიზნეს სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა წვდომებისა და უფლებების მართვა;
  • მონაცემთა სარეზერვო ასლებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პროცესების კონტროლი;
  • IT მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობისა და მათი მომსახურების კოორდინაცია;
  • IT სისტემების გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • IT ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილება;
  • ქსელების, სისტემების, კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
  • ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • IT სერვისის მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება კანდიდატის გამოცდილება:

  • ERP/CRM სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობა;
  • მრავალფილიალიან ან მრავალპროექტიან გარემოში IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
The Design Mall
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek