ვიდეოგრაფი
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფის" გუნდს ვიდეოგრაფის პოზიციაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნა (Video, Reels, Stories, გრაფიკული ვიდეოები და სხვა);
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სრული პროცესის მართვა;
- კამერასთან და თანამედროვე გადამღებ ტექნიკასთან მუშაობა;
- ვიდეოების შექმნის პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე არსებული პროგრამების ეფექტურად გამოყენება;
- გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- დაკისრებული დავალებების განსაზღვრულ ვადებში (Deadline) ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სტუდიური და გარე განათების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- დრონის მართვის უნარი (შესაბამისი ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ციფრულ მარკეტინგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
- კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00-დან 19:00-მდე);
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (პოზიცია არ არის დისტანციური);
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
როგორ მოგვმართოთ:
თუ თვლით, რომ თქვენი უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე.
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიდეოგრაფი".
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.