9.237 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

JFJDDBDZ 29 Eki tarihinde yayınlandı 27 görüntüleme

საწყობის თანამშრომელი/დამხმარე

თაბუკა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer Depo elemanı
Oturum açın ve başvurun
₾600 / ay olağana göre −57% · olağan 1,400 ₾ · 95 ilan 30 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის / დამხმარეს პოზიციაზე ნახევარი განაკვეთით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დისტრიბუციისთვის პროდუქციის გამზადება/აგროვება
  • დისტრიბუტორების მიხმარება პროდუქიის ჩალაგებაში
  • საწყობში შემოსული პროდუქციის დასაწყობება
  • წუნდებული/ვადაგასული პროდუქციის დახარისხება
  • სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა
  • კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის

გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოს
  • სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს ყველა საჭირო აღჭურვილობით რაც აადვილებს საქმეს
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს

ანაზღაურება და სამუშაო საათები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი შემდგომში ზრდის პერსპექტივით, (ბონუსი განისაზღვრება კონკრეტული თვის ჭრილში დატვირთულობიდან გამომდინარე)
  • სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი (10:00 დან 15:00 საათამდე)
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივას

კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა
  • მოწესრიგებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა

სასურველია დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიდი დიღმის მიმდებარედ /ქალაქის დასავლეთ ნაწილში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz