საწყობის თანამშრომელი/დამხმარე
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის / დამხმარეს პოზიციაზე ნახევარი განაკვეთით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დისტრიბუციისთვის პროდუქციის გამზადება/აგროვება
- დისტრიბუტორების მიხმარება პროდუქიის ჩალაგებაში
- საწყობში შემოსული პროდუქციის დასაწყობება
- წუნდებული/ვადაგასული პროდუქციის დახარისხება
- სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა
- კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის
გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს ყველა საჭირო აღჭურვილობით რაც აადვილებს საქმეს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
ანაზღაურება და სამუშაო საათები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი შემდგომში ზრდის პერსპექტივით, (ბონუსი განისაზღვრება კონკრეტული თვის ჭრილში დატვირთულობიდან გამომდინარე)
- სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი (10:00 დან 15:00 საათამდე)
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ხელფასის ზრდის პერსპექტივას
კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- მოწესრიგებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
სასურველია დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიდი დიღმის მიმდებარედ /ქალაქის დასავლეთ ნაწილში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.