8,959 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

K5R3DVNP 31 Ağu tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი

სოციალური მედიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს.

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

  • მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად სოც. მედიის კონტენტის იდეების და ყოველთვიური საკომუნიკაციო კალენდრის შემუშავება (Facebook, Instagram, LinkedIn, Tik-Tok და ა.შ.);
  • სოცქსელებისთვის ტექსტური კონტენტის მომზადება, პოსტების განთავსება და ყოველდღიური მართვა;
  • დიზაინერისთვის ბრიფების მომზადება და ვიზუალური მასალების შექმნის პროცესის კოორდინაცია;
  • Meta Ads-სა და Google Ads-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • Tiktok-ის, Reels-ის და სხვა მოკლე ფორმატის ვიდეოების იდეების დამუშავება, გადაღება და მონტაჟი;
  • სოც. მედიის, სარეკლამო კამპანიების და ვებსაიტის შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • ვებსაიტის და ონლაინ მაღაზიის კონტენტის ადმინისტრირება და განახლება;
  • კონკურენტების, მომხმარებლის ქცევისა და ციფრული მარკეტინგის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების შეთავაზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • ციფრული მარკეტინგის ან/და სოც. მედიის მიმართულების მინ. 2-წლიანი გამოცდილება;
  • Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის პრაქტიკული ცოდნა: კამპანიების დაგეგმვის, გაშვების, მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის გამოცდილებით;
  • GA4-ის ცოდნა;
  • SEO-ს ძირითადი პრინციპებისა და ვებსაიტის/ონლაინ მაღაზიის ადმინისტრირების გამოცდილება;
  • მოკლე ფორმატის ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ფლობა;
  • გამართული წერითი და ვერბალური უნარები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: სოციალური მედიის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია "ვაკო მოტორსის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ვაკო მოტორსის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვაკო მოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek