8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NFSQRT7P 15 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

İşveren

İşveren

ხარჯთაღმრიცხველი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის (ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.N24გ; ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები:

  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის და მათი შედგენის სისწორის შემოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი წესების: შრომის დანახარჯების, მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების და სხვა ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • მასალების ფასების, სამშენებლო რესურსების ფასების შესაბამისი პერიოდისათვის და საჭიროების შემთხვევაში საბაზრო ფასების კვლევით, შესაბამისობის შემოწმება;
  • ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების საპროცენტო დანარიცხების შემოწმება;
  • იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ მოთხოვნილია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება პროექტთან მიმართებით, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან შემოწმება;
  • წარმოდგენილი პროექტის მასალების სპეციფიკაციების შემოწმება;
  • სპეციფიკაციების მიხედვით მოცულობათა უწყისის შემოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის პროექტის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტისა და პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის ანალიზის საფუძველზე შემოწმება;
  • ინსპექტირების ანგარიშის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში ან ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის ან სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორის ან ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე;
  • შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან). შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek