8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NJYDB4YX 8 Eyl tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

მედიკანა ჰოსპიტალსი

მედიკანა ჰოსპიტალსი

პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

Tiflis Staj Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 7 Eki tarihine kadar başvurun

Medicana Health Group-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე

თბილისსა და ბათუმში.

ვეძებთ პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და პაციენტზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მათი მკურნალობის პროცესის კოორდინაციას საქართველოსა და თურქეთის კლინიკებს შორის.

ძირითადი მოვალეობები - პაციენტებთან პირველადი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, მოწესრიგება და შესაბამის ექიმებთან/კლინიკებთან გადაგზავნის კოორდინაცია; - თურქეთის კლინიკებთან, ექიმებთან და საერთაშორისო პაციენტების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია; - კონსულტაციების, კვლევებისა და მკურნალობის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; - პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის, პროფორმა ინვოისისა და სხვა საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება; - პაციენტის პროცესის მონიტორინგი პირველადი მომართვიდან მკურნალობის დასრულებამდე; - CRM სისტემაში პაციენტების მონაცემებისა და კომუნიკაციის სწორად წარმოება; - პაციენტის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა; - სამედიცინო და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სამედიცინო განათლება — აუცილებელია; - თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია; - თურქულ ენაზე სამედიცინო კომუნიკაციის თავისუფლად წარმოების უნარი — აუცილებელია; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია; - ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი ცოდნა; - სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა; - სამედიცინო ტურიზმის ან საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - საოფისე პროგრამებთან და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი; - რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

პიროვნული უნარები - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი, - ემპათიური და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, - ორგანიზებულობა, - დეტალებზე ორიენტირებულობა, - სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ - ულიმიტო სატელეფონო/საკომუნიკაციო პაკეტს; - ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; - კონკურენტულ ანაზღაურებას — ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი / ბათუმი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Patient Relations Manager – Tbilisi ან Patient Relations Manager – Batumi.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მედიკანა ჰოსპიტალსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek