8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NNEBG8SS 14 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

Oxford School Georgia

Oxford School Georgia

პროექტების გაყიდვების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

"Oxford School Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47 სამუშაო საათები: 11:00-19:00 დასაქმების ტიპი: სრული

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე.

ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს და საბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას.

სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე და ჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

"Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა; ** კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; ** პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება; ** შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა; ** კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით; ** პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა; ** დაინტერესებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება; ** გაყიდვების funnel-ის მართვა - პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე/შეძენამდე; ** არსებული კლიენტების follow-up და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა; ** გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება; ** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება; ** სხვადასხვა პროექტისთვის გაყიდვების ახალი არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორებთან, სკოლებთან, კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ** პროექტების ღონისძიებებსა და შეხვედრებში ჩართულობა; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და გაყიდვებში გარდაქმნის მიზნით; ** პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; ** პროექტის კომერციულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება.

რას ველით კანდიდატისგან

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:

  • აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი გაყიდვების მიმართულებით;
  • შეუძლია ადამიანებთან მარტივად და დამაჯერებლად კომუნიკაცია;
  • აქვს ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების შესრულებით;
  • შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სამუშაო და მართოს რამდენიმე პროექტი/ამოცანა;
  • არ ელის მხოლოდ შემოსულ კლიენტებს და თავადაც ეძებს გაყიდვის შესაძლებლობებს;
  • კარგად ესმის მომხმარებლის საჭიროება და შეუძლია შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
  • არის ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
  • შეუძლია follow-up-ის სისტემურად მართვა;
  • აქვს ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი;
  • შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობაც კომფორტულად გამოსდის;
  • ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება

** საგანმანათლებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება; ** B2C ან B2B გაყიდვების გამოცდილება; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა; ** ** ლიდების მართვისა და გაყიდვების funnel-ის გამოცდილება; ** ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაყიდვების გამოცდილება.

რას მიიღებს კანდიდატი

"Oxford School Georgia"-ში მუშაობისას კანდიდატს ექნება შესაძლებლობა:

  • იმუშაოს საერთაშორისო მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებზე;
  • მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროექტის გაყიდვაში;
  • იმუშაოს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად;
  • ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიონალებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში;
  • განავითაროს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პროექტების მართვის უნარები;
  • იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებზე;
  • მიიღოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ჰქონდეს ორგანიზაციაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე/გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა. ანაზღაურების დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით.

განაცხადისთვის დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს: CV; გაყიდვების გამოცდილების/შედეგების აღწერა - არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის გამოგზავნა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Oxford School Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek