პროექტების გაყიდვების სპეციალისტი
"Oxford School Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47 სამუშაო საათები: 11:00-19:00 დასაქმების ტიპი: სრული
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე.
ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს და საბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას.
სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე და ჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
"Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა; ** კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; ** პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება; ** შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა; ** კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით; ** პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა; ** დაინტერესებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება; ** გაყიდვების funnel-ის მართვა - პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე/შეძენამდე; ** არსებული კლიენტების follow-up და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა; ** გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება; ** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება; ** სხვადასხვა პროექტისთვის გაყიდვების ახალი არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორებთან, სკოლებთან, კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ** პროექტების ღონისძიებებსა და შეხვედრებში ჩართულობა; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და გაყიდვებში გარდაქმნის მიზნით; ** პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; ** პროექტის კომერციულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება.
რას ველით კანდიდატისგან
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
- აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი გაყიდვების მიმართულებით;
- შეუძლია ადამიანებთან მარტივად და დამაჯერებლად კომუნიკაცია;
- აქვს ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების შესრულებით;
- შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სამუშაო და მართოს რამდენიმე პროექტი/ამოცანა;
- არ ელის მხოლოდ შემოსულ კლიენტებს და თავადაც ეძებს გაყიდვის შესაძლებლობებს;
- კარგად ესმის მომხმარებლის საჭიროება და შეუძლია შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
- არის ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
- შეუძლია follow-up-ის სისტემურად მართვა;
- აქვს ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი;
- შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობაც კომფორტულად გამოსდის;
- ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
** საგანმანათლებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება; ** B2C ან B2B გაყიდვების გამოცდილება; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა; ** ** ლიდების მართვისა და გაყიდვების funnel-ის გამოცდილება; ** ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაყიდვების გამოცდილება.
რას მიიღებს კანდიდატი
"Oxford School Georgia"-ში მუშაობისას კანდიდატს ექნება შესაძლებლობა:
- იმუშაოს საერთაშორისო მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებზე;
- მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროექტის გაყიდვაში;
- იმუშაოს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად;
- ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიონალებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში;
- განავითაროს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პროექტების მართვის უნარები;
- იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებზე;
- მიიღოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ჰქონდეს ორგანიზაციაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე/გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა. ანაზღაურების დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით.
განაცხადისთვის დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს: CV; გაყიდვების გამოცდილების/შედეგების აღწერა - არსებობის შემთხვევაში.
განაცხადის გამოგზავნა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.